კალიარი - ბოლონია

 

იტალიის ჩემპიონატის 22–ე ტურში კალიარი ითამაშებს ბოლონიის წინააღმდეგ. გუნდებმა წელს ქულების თანაბარი რაოდენობა დააგროვეს და შესაბამისად სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან. კალიარი გამოკვეთილი სახლის გუნდია და ამ ტრადიციას არც მეორე წრის განახლების შემდეგ არღვევს. სახლში 10 თამაშიდან 7 მოიგეს. ბოლონია ძალიან კარგ ფორმაშია, გასულ 5 მატჩშიი მხოლოდ იუვენტუსთან დამარცხდნენ, ბოლო 2–ში კი კროტონეს და ტორინოს მოუგეს.

გადავხედოთ გუნდების სტატისტიკას ყვითელი ბარათების რაოდენობის მიხედვით. დავიწყოთ ურთიერთშეხვედრებით კალიარის სტადიონზე. ბოლო 3 თამაშში 17 ყვითელი და 1 წითელი ბარათის ჩვენება მოუხდა მსაჯს. 

უშუალოდ წლევანდელ სტატისტიკას რაც შეეხება, კალიარის საშინაო მატჩებზე საშუალოდ 5.90 ბარათი ფიქსირდება, საიდანაც 3.1 ბარათს მასპინძლები იღებენ.  10 თამაშში 29 ყვითელი და 1 წითელი ბარათის მიღება მოახერხეს. ერთადერთი გამონაკლისის გარდა 2–3 ბარათზე ნაკლებით მოედანი არ დაუტოვებიათ. განსაკუთრებით ბოლო მატჩებში გააქტიურდნენ, ბოლო 5 თამაშში 34 ყვითელი და 2 წითელი ბარათი იყო, 7 ბარათზე ნაკლები კი არც ერთ მათგანშ არ დაფიქსირებულა. 

რაც შეეხება ბოლონიას, საშუალოდ მათ გასვლით თამაშებში უფრო ნაკლები ყვითელი ფიქსირდება, მაგრამ ინდივიდუალური ტოტალის მხრივ განსაკუთრებით არ ჩამოუვარდებიან დღევანდელ მოწინააღმდეგეებს. 10 თამაშში მიღებული 23 ყვითელი და 2 წითელი ბარათით მათი საშუალო ტოტალი 2.6 ბარათს უტოლდება. ასევე ერთადერთი გამონაკლისის გარდა 2 და მეტ ბარათს იღებენ სტაბილურად.

ახლა კი ამ პროგნოზის მთავარ შემოქმედს, მსაჯს გაგაცნობთ. ლუკა პაირეტოს ანდეს ამ დაძაბული თამაშის განსჯის უფლება. პაირეტოს წლევანდელი სტატისტიკა, 7 თამაშში 41 ყვითელი და 3 წითელი ბარათი, ანუ საშუალოდ 6.71 ბარათი მატჩში. შვიდიდან 6 შეხვედრაში 6–ზე მეტი ბარათი იყო. საშუალოდ 34 ფოლს აფიქსირებს და თამაშების 57%–ში პენალტსაც დებს. კალიარის სტადიონზე წელს 1 თამაში იმსაჯა და 7 ბარათი ამოიღო. შარშან სერია ბ–ს ფარგლებშიც იმსაჯა კალიარის თამაში სადაც 10 ყვითელი და 4 წითელი ბარათი ამოიღო. 

ყველამ ვიცით იტალიაში ლმობიერი მსაჯობა ძალიან იშვიათია, მაგრამ ლუკა პაირეტო ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. მისი ასეთი უხეში გუნდების პრინციპულ შეხვედრაზე დანიშვნა ლოგიკურად და სტატისტიკურად მხოლოდ ერთის მომასწავლებელი უნდა იყოს, თამაშში ძალიან ბევრი ფოლი და ბარათი უნდა დაფიქსირდეს.

 

პროგნოზი : ბარათების რაოდენობა 5.5 მეტ. @ 1.60

 

 

12528 comments

Leave a comment

Make sure you enter the (*) required information where indicated. HTML code is not allowed.