Калькулятор расчета пеноблоков смотрите на этом ресурсе
Все о каркасном доме можно найти здесь http://stroidom-shop.ru
Как снять комнату в коммунальной квартире смотрите тут comintour.net

ბრაიტონი - მანჩესტერ სიტი

ინგლისის პრემიერ–ლიგაში გამოჩნდა ახალი სახელი – „ ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონი“

ზუსტად ესეთი სრული სახელი აქვს სასექსურ გუნდს. ბრაიტონი პირველად იღებს მონაწილეობას ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მას შემდეგ რაც მას პრემიერ–ლიგა ეწოდა, მანამდე კი 30 წლის წინ მოუწიათ თამაში. გასულ სეზონში გუნდმა ჩემპიონშიპში მეორე ადგილი დაიკავა, რის წყალობითაც სანატრელი გეგმა შეასრულეს და დღეს უკვე სულ სხვა სტატუსით ითამაშებენ. ფეხბურთელების სახელები ალბათ განსაკუთრებულს არაფერს გეტყვით თუ ჩემპიონშიპს არ ადევნებთ თვალს. გუნდში მრავლად არიან ფეხბურთელები სხვა და სხვა ქვეყნებიდან, კლუბის აღზრდილი მხოლოდ ერთადერთი ლიუის დანკი იცავს მათ ღირსებას. დებიუტი გუნდს წესით საინტერესო უნდა გამოუვიდეს, ისინი ქვეყნის ერთ–ერთ უძლიერეს გუნდს მასპინძლობენ. მანჩესტერი უკვე სამი წელია ჩემპიონის სტატუსის გარეშეა, მაგრამ მაინც ტოპ 4–ში ყოველთვის ხვდებოდნენ. სწორედ ჩემპიონობისთვის გვარდიოლამ ამ ზაფხულში გუნდი საგრძნობლად გააძლიერა. გუნდმა დაიმატა დანილო, მენდი, უოკერი, სილვა და ა.შ.

ბოლო საკონტოლო მატჩებში სიტი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. გუნდის გაძლიერების ხარჯზე წესით აუტსაიდერებთან შეხვედრებში განსაკუთრებული პრობლემების წინაშე არ დადგებიან. თანაც გვარდიოლას გუნდები სეზონს ყოველთვის კარგად იწყებენ. თუნდაც შარშანდელი წელი გავიხსენოთ, ყველა ტურნირში გუნდმა ზედიზედ 10 შეხვედრა მოიგო. ამიტომ, ვფიქრობ ბრაიტონი, რომელსაც შემადგენლობაში მსგავსი სტატუსის შეხვედრებში გამოუცდელი ფეხბურთელები ყავს, სიტის წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. მასპინძლებზე ფსიქოლოგიური წნეხიც გასათვალისწინებელია. ამით ქალაქელები აუცილებლად ისარგებლებენ. თანაც გვარდიოლას წელს კლუბის ხელმძღვანელობა ალბათ ბევრს მოთხოვს და ბრაიტონთან ქულების დაკარგვა ამ გეგმასთან ნამდვილად ვერ დაახლოვებს გუნდს. სტუმრებს ბევრი მომენტი ექნებათ, შემსრულებლებიც უმაღლესი კლასის არიან და წესით ამ მომენტებს მაღალი პროცენტით გამოიყენებენ.

პროგნოზი: ფორა (–1.5) 2 @ 1.81