ევერტონი – სტოკი

ნუ როგორ იცით დადგა ეს სანატრელი დღე.

ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი მთელი ზაფხული მოუთმენლად ელოდა ამ ჩემპიონატის სტარტს. ჩვენთვის ყველაზე სანახაობრივი და საყვარელი ლიგაა მართლაც, პრემიერ ლიგა. ინგლისში ძალიან დიდი ფული ტრიალებს და გუნდებს ძალიან დიდი ბიუჯეტი აქვთ. შესაბამისად ყველას კარგი შემადგენლობები აქვთ და გრანდებს და საშუალო გუნდებს შორის არ არის დიდი განსხვავება კლასში.

სეზონის ამ ეტაპზე, გამოცდილმა ფეხბურთის გულშემატკივარმა იცის, რომ ძალიან რთულია პროგნოზის გასაკეთება. გუნდები ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან ოპტიმალური ფორმისგან და სწორედ ამიტომ ძალიან ხშირად ფიქსირდება არა ლოგიკური შედეგები და ზოგჯერ სენსაციებიც. ჩვენი დღევანდელი შემთხვევაც შესაძლოა ასე მოულოდნელად წარიმართოს, თუმცა ჩვენ მაინც შევეცადოთ პროგნოზის გაკეთება. ევერტონი უმასპინძლებს სტოკს. წინა სეოზნიდან გამომდინარე გვახსოვს, რომ ევერტონი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, ხოლო სტოკი არც შინ და არც გასვლით შეხვედრებზე არ ბრწყინავს. სავარაუდოდ ძალიან ჩაკეტილი მატჩი იქნება და ბევრი ფიზიკური შეჯახებებით. არ გამიკვირდება არცერთი შედეგი ნამდვილად, თუმცა მაინც ევერტონის მხარეს დავიჭერ. მიუხედავად იმისა, რომ მათ წელს გაყიდეს გუნდის აშკარა ლიდერი რომელუ ლუკაკუ, მაინც მგონია, რომ მათ უნდა მოახერხონ სტოკის კალიბრის გუნდის დამარცხება და სეზონის კარგ ნოტაზე დაწყება.

პროგნოზი: ძირითადი შედეგი 1 1.8