Калькулятор расчета пеноблоков смотрите на этом ресурсе
Все о каркасном доме можно найти здесь http://stroidom-shop.ru
Как снять комнату в коммунальной квартире смотрите тут comintour.net

დოლგოპოლოვი - ფერერი

დღეს, შვედეთში, კერძოდ კი ბაშტადში, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან უკრაინელი, დოლგოპოლოვი და ესპანელი, დავიდ ფერერი.

ნუ ორი აზრი არ არის, რომ დაძაბული და საინტერესო მატჩი იქნება. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ფინალური შეხვედრაა და თანაც გამოცდილ ჩოგბურთის მაყურებელს მოეხსენება, რომ ორივე საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეა.

კარიერის განმავლობაში ისინი სულ 13-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან 9 შემთხვევაში ესპანელი გამოვიდა გამარჯვებულის რანგში და მხოლოდ 4 მოგებას დასჯერდა უკრაინელი, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს წინა შეხვედრების უმეტესობა გაიმართა რამდენიმე წლის წინ, მაშინ დავიდ ფერერი ასეთ ასაკში არ იმყოფებოდა და გაცილებით მაღალ დონეზე თამაშობდა ვიდრე დღეს. ის უკვე ასაკშია და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ უკანასკნელი შეხვედრა ამ ორს შორის გაიმართა წელს რიოში, თიხაზე, და იქ ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვა დოლგოპოლოვმა სეტებში 2-0. ასე, რომ ერთი შეხედვით ფერერისთვის უკრაინელი კომფორტული მოწინააღმდეგეა, თუმცა არ უნდა დავიბნეთ და უნდა გაგვახსენდეს, ესპანელის ამჟამინდელი ასაკი და სათამაშო ფორმა. ის უკვე საკმაოდ ჩამოქვეითდა საერთო ცხრილში. როცა რამდენიმე წლის წინ ის სამეულში შედიოდა, დღეს უკვე 46 ჩოგანია. რაც რასაკვირველია პროგნოზირებისას უნდა გავითვალისწინოთ.

პროგნოზი: ძირითადი შედეგი 1  2.00