შკენდერბეუ – კაირატ ალმატი

დღეს, ევროპა ლიგის მორიგი საკვალიფიკაციო შეხვედრები გაიმართება.

ერთ–ერთ მათგანში, ერთმანეთს დაუპირსიპირდებიან ალბანური შკენდერბეუ და ყაზახური კაირატ ალმატი. გუნდების პირველი შეხვედრა ყაზახეთში მთლად ისე არ დასრულდა როგორც ადგილობრივ გულშემატკივრებს უნდოდათ. მათი გუნდი წყვილის ფავორიტი იყო, რადგან თუნდაც საკლუბო რეიტინგი ალბანეთის ჩემპიონატს გაცილებით დაბალი აქვს ვიდრე ყაზახურს. მაგრამ გუნდები შედეგიან ფრეს დასჯერდნენ. ანგარიში 1–1 ცხადია ალბანელებს აწყობთ, სტუმრად გატანილი გოლის ხარჯზე, ახლა უკვე ალმატელებს მოუწევთ პირველ ნომრად თამაში. სახლში განსაკუთრებული ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება ვერ მოახერხეს მასპინძლებმა, თანაბარი შეხვედრა გამოვიდა ლოგიკური შედეგით. კვლავ გაიტანა გოლი ჯერარდ გოვუმ, რომელიც 4 გოლით ამ დროისთვი კვალიფიკაციის ბომბარდირია. როგორც ვთვით პირველი შეხვედრა კი გამოვიდა თანაბარი, მაგრამ მაინც ჩვენც და ტოტალიზატორებსაც უფრო კაირატის წარმატების გვჯერა ვიდრე მასპინძლების.

 ეჭვი არ მეპარება, რომ მასპინძლები გასვლაზე მოპოვებული წარმატების შენარჩუნებას შეეცდებიან. წინ წასვლას აზრი არ აქვს, რადგან ძალიან მარტივია კაირატისგან კონტრ–შეტევაზე გოლის გაშვება.

 ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც არ მჯერა, რომ შკენდერბეუ მოახერხებს კარის მშრალად შენახვას. კახაბერ ცხადაძის შეგირდებს ამ სეზონში ამაზე გაცილებით რთული დაცვითი ხაზიც გაურღვევიათ. სეზონის 28 შეხვედრიდან მხოლოდ ორჯერ ვერ მოახერხა კაირატმა გოლის გატანა. შკენდერბეუ სეზონის ბოლოდან მოყოლებული და ბოლო ამხანაგური შეხვედრებით დამთავრებული რეგულარულად უშვებს გოლს.

 იმის გათვალისწინებით, რომ კაირატის შეტევა მასპინძლების დაცვაზე ძლიერია, ვფიქრობ სტუმრები მოახერხებენ მათთვის სასურველი ანგარიშის დაფიქსირებას და გავლენ კიდეც ჯგუფიდან. 

 პროგნოზი: გასვლა შემდეგ ეტაპზე 2 @ 1.81