Калькулятор расчета пеноблоков смотрите на этом ресурсе
Все о каркасном доме можно найти здесь http://stroidom-shop.ru
Как снять комнату в коммунальной квартире смотрите тут comintour.net

ბაიერნი – არსენალი

გუშინ დაიწყო სართაშორისო ჩემპიონთა ტურნირი.

რომლის ფარგლებშიც როგორც წესი ევროპული კლუბების მსოფლიო ტურნეს ვადევნებთ თვალს, დღეს ამ ტურნირზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მიუნხენის ბაიერნი და ლონდონის არსენალი. 

ბავარია და არსენალი ასე თუ ისე ხშირად თამაშობენ ხოლმე ერთმანეთში, ცხადია ძირითადად ეს ჩემპიონთა ლიგაზე ხდება, მაგრამ ამხანაგური შეხვედრებიც ტარდება პერიოდულად. ორივე გუნდმა უკვე განახორციელა საკმაოდ კარგი ტრანსფერები ამ უქმეებზე, ბაიერნმა დაახლოებით 100 მილიონი ევრო დახარჯა, არსენალიც საკმაოდ მარტივად ისვრის დიდ თანხებს. იყიდეს ლაკაზეტი, თანაც გუნდში ამ დრომდე რჩება ალექსის სანჩესი, არადა პირველ რიგში მას სწორედ არსენალთან აკავშირებდნენ. შემადგენლობის მხრივ ცხადია გერმანელები უფრო სტაბილურები და შეთამაშებული არიან. ბაიერნს შვებულებიდან დაბრუნება დანარჩენებზე ცოტა ადრე მოუწევს, 5 აგვისტოს გერმანიის სუპერთასისთვის ბრძოლა მოუწევთ დორტმუნდის ბორუსიასთან. ახლაც ვფიქრობ ბაიერნი უფრო მომზადებულია და კარგ ფორმაშია ვიდრე მათი მოწინააღმდეგეები. თანაც გასახენებელია არსენალის კომპლექსი ბაიერნთან, ყველას გვახსოვს ლიგაზე ამ გუნდების შეხვედრები რა ანგარიშით სრულდება. 

ვფიქრობ ეს შეხვედრაც არ იქნება გამონაკლისი და ბაიერნი გაიმარჯვებს. არსენალს ჯერ მაინც დასალაგებელი აქვს შემადგენლობაც და თამაშის სტილიც.

პროგნოზი: ძირითადი შედეგი 1 @ 1.65