Калькулятор расчета пеноблоков смотрите на этом ресурсе
Все о каркасном доме можно найти здесь http://stroidom-shop.ru
Как снять комнату в коммунальной квартире смотрите тут comintour.net

ალაშკერტი - ბატე

ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციის რაუნდის მეოთხედფინალების პირველმა შეხვედრამ

ამ ორ კლუბს შორის საკმაოდ გაკვირვებული დაგვტოვა. ბელარუსულ ბატეს წესით და რიგით ადვილად უნდა ემარჯვა გამოუცდელ სომხურ ალაშკერტთან, თუმცა ამის მაგივრად, მათ გამარჯვებაც ვერ მოახერხეს და 1-1 ითამაშეს საშინაო კედლებში. 

მართალია მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ და გამათანაბრებელი გოლი მხოლოდ მატჩის მიწურულს გაუშვეს, მაგრამ წესით ბელარუსებს ასეთი შეცდომა არ უნდა დაეშვათ. მიუხედავად იმისა, რომ ალაშკერტი სახლში კარგი გუნდია (სომხეთის ჩემპიონატის კვალობაზე) ბატემ უნდა მოიკრიბოს ძალ-ღონე და დაამარცხოს სომხური კლუბი. ბოლოს და ბოლოს ამ მატჩით წყდება მათი ევრო მომავლის ბედი. წინა თამაშის სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ იმასაც ვნახავთ რომ სომხებს ძალიან გაუმართლათ ბატემ 19 ჯერ დაარტყა კარისკენ (9-ჯერ კარში) ხოლო ალაშკერტმა 9ჯერ კარისკენ და კარში არცერთხელ !!! (რიოსმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი). სხვაგვარად რომ ვთქვათ ბატეს აშკარად უნდა მოგება და აშკარად შესწევს ამის ძალა. ჩემი აზრით ფორტუნა დღეს მათკენ გადაიხრება და სომხებს გამოაგდებენ ჩემპიონთა ლიგიდან.

პროგნოზი : ალაშკერტი - ბატე  2 @ 1,75