Калькулятор расчета пеноблоков смотрите на этом ресурсе
Все о каркасном доме можно найти здесь http://stroidom-shop.ru
Как снять комнату в коммунальной квартире смотрите тут comintour.net

თამაშის წესები

მოვლენები და შედეგები

 

ტოტალიზატორში თამაშს საფუძვლად უდევს სპორტული მოვლენები. მოვლენად ითვლება ნებისმიერი ერთჯერადი სპორტული დაპირისპირება, რომელიმე სერიის ან ჩემპიონატის. ამას გარდა, მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს, რაიმე ფაქტი მატჩის განმავლობაში. მაგალითად, პენალტი, ფეხბურთელის გაძევება და ა.შ. ნებისმიერ დამთავრებულ სპორტულ მოვლენას აქვს თავისი შედეგი, მაგალითად საფეხბურთო მატჩი მთავრდება ერთ–ერთი გუნდის მოგებით ან ყაიმით. ყველა შესაძლო შედეგი წინასწარ განსაზღვრულია და მინიჭებული აქვს შესაბამისი კოეფიციენტი.

 

ფსონები, კოეფიციენტები

 

ფსონი – ეს არის ერთგვარი სანაძლეოს დადება მოთამაშესა და ბუკმეკერს შორის. ტოტალიზატორი მზად არის ფსონები მიიღოს ერთი სპორტული მოვლენის სხვადასხვა პოზიციაზე. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ პოზიცია, რომელიც გეჩვენებად ყველაზე ალბათურად და მიიღოთ ბუკმეკერის შემოთავაზებული კოეფიციენტი.

ტოტალიზატორი ძირითადი შედეგის შემდეგ ფსონებს იღებს:

პირველი გუნდის გამარჯვება (აღინიშნება "1" ან "მ1");

მეორე გუნდის გამარჯვება (აღინიშნება "2" ან "2");

ფრე ("Х");

ერთ–ერთი გუნდის გამარჯვება ("12");

მატჩში გავა გარკვეულ რაოდენობაზე მეტი გოლი ("2.5 მეტ." სადაც 2.5, გატანილი გოლების რაოდენობაა);

მატჩში გავა გარკვეულ რაოდენობაზე ნაკლები გოლი ("2.5 ნაკლ." სადაც 2.5, გატანილი გოლების რაოდენობაა);

ზუსტი ანგარიში ("0:0", "1:0", "2:3" და ა.შ.);

და სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები.

 

ფსონების მთავარი პირობა არის კოეფციენტი. ტოტალიზატორის მიერ შემოთავაზებული კოეფიციენტი ფიქსირებულია და არ შეიცვლება ფსონის მიღების შემდეგ. კოეფიციენტი ყოველთვის ერთზე მეტია. თუ მოთამაშე, გაამრავლებს კოეფიციენტს თავისი ფსონის რაოდენობაზე, მიიღებს თანხის იმ რაოდენობას, რომელსაც წარმატების შემთხვევაში გადაუხდის ტოტალიზატორი.

 

 

ორდინარი – არის ფსონი ერთ მოვლენაზე, ანუ, მოგებისთვის საჭიროა, მოთამაშემ გამოიცნოს განსაზღვრული მოვლენის შედეგი. მაგალითად, ავიღოთ მატჩი ბარსელონა – რეალი და დავდოთ ბარსელონას მოგებაზე, კოეფიციენტით 1.8. თუ გამოიცანით შედეგი, მიიღებთ მოგებას, 1.8 კოეფიციენტით, ანუ თქვენი ფსონი გამრავლდება 1.8–ზე.

 

ექსპრესი – არის ფსონი რამდენიმე მოვლენაზე. ამ შემთხვევაში, კოეფიციენტები ერთმანეთზე მრავლდება. მაგალითად, ავიღეთ:

 

ლივერპული – ევერტონი, ლივერპულის მოგება 2.0 კოეფიციენტად

ბორუსია – ბაიერნი, ბაიერნის მოგება 2.0 კოეფიციენტად

მილანი – ინტერი,  მილანის მოგება 2.0 კოეფიციენტად

ბილეთის საერთო კოეფიციენტი არის 8(2*2*2=8). ანუ, თუ ყველა თამაშის შედეგი დაემთხვევა ჩვენს მიერ არჩეულს, დადებული თანხა გამრავლდება 8–ზე. მაგრამ, თუ ერთ–ერთი პოზიციაც სხვაგვარად მორჩება, მაშინ მთელი ბილეთი წაგებულად ჩაითვლება.

 

ცხადია, რომ ექსპრესში პოზიციის დამატებით ვზრდით კოეფიციენტს, მაგრამ ამასთან ვამცირებთ ალბათობას, რომ ბილეთი გამწვანდება. ბევრ დამწყებ მოთამაშეს უყვარს, პატარა თანხაში გრძელი ე.წ. „ქელეხის სიის“ ჩამოწერა, საგრძნობი თანხის მოგების იმედად. ხშირად, ამატებენ აშკარა ფავორიტს(1.1–1.2 კოეფ.) მთლიანი ექსპრესის კოეფიციენტის დასამრგვალებლად ან გასაზრდელად. როგორც წესი, მსგავსი თამაში პერმანენტულ წაგებას უწყობს ხელს.

 

ტოტალიზატორს შეუძლია დააწესოს შეზღუდვა ექსპრესში პოზიციების  ან კოეფიციენტის რაოდენობაზე. ასევე, როგორც წესი, ურთიერთდაკავშირებული მოვლენების ერთ ბილეთში ჩაწერა არ შეიძლება.

 

იმ შემთხვევაში თუ ეჭვობთ, რომელიმე პოზიციამ ექსპრესში შეიძლება თქვენი იმედები ვერ გაამართლოს, შეგიძლიათ აირჩიოთ „სისტემა“, რომელიც საზოგადოებაში უფრო ცნობილია როგორც,  „მინუსოვკა“. ამ შემთხვევაში, საერთო კოეფიციენტი გაცილებით ნაკლები გამოდის, ვიდრე ექსპრესში. თუ, ყველა პოზიციას გამოიცნობთ, მოიგებთ განსაზღვრული ფორმულით გადამრავლებულ კოეფციენტს. მაგრამ, თუ ერთი ან რამდენიმე ფსონი წააგებს, თქვენ მაინც გრჩებათ შანსი მოიგოთ ან დაიბრუნოთ დადებული თანხის ნაწილი.

 

სისტემა – არის განსაზღვრული მოვლენებისგან შემდგარი ექსპრესების კომბინაცია. ყოველი კომბინაცია ითვლება როგორც ცალკეული ექპსრესი. თქვენ ირჩევთ ფსონებს და უთითებთ სისტემის ზომას.

 

მაგალითად განვიხილოთ სისტემა 5–3(სამი ხუთიდან)

 

ეს სისტემა ნიშნავს, რომ არჩეული 5 პოზიციიდან შედგება ყველა შესაძლო 3 მოვლენიანი ექსპრესი. დავუშვათ, თქვენ აირჩიეთ გარკვეული მოვლენები და ფსონის საერთო რაოდენობა არის 100 ლარი. პრაქტიკულად დგება 10 სხვადასხვა ფსონი – ათი 3 მოვლენიანი ექსპრესი. თითო ექსპრესზე ფსონის რაოდენობა არის საერთო ფსონის 1/10, და ყოველი ბილეთი განიხილება როგორც ცალკეული. მოკლედ, თქვენი 5 თამაში იყოფა 10 ექსპრესად და თითოეულზე 10 ლარი იდება.