Калькулятор расчета пеноблоков смотрите на этом ресурсе
Все о каркасном доме можно найти здесь http://stroidom-shop.ru
Как снять комнату в коммунальной квартире смотрите тут comintour.net

როგორ მუშაობს ტოტალიზატორი

 ყველაფერი ძალიან მარტივია, ტოტალიზატორი აფასებს ამა თუ იმ შედეგის ალბათობას და ანიჭებს მათ შესაბამის კოეფიციენტს. კოეფიციენტი, ეს არის რიცხვითი მნიშვნელობა, რომელზეც მრავლდება თქვენი ფსონი წარმატების შემთხვევაში

 

ბუკმეკერების საქმიანობა განვიხილოთ ჩოგბურთის მატჩის, ფედერერი – ნადალის, მაგალითზე. ვინაიდან და რადგანაც, ჩოგბურთში შედეგის მხოლოდ 2 ვარიანტი გვაქვს, ბუკმეკერი აფასებს ამ ვარიანტების შანსებს და გვთავაზობს თავის კოეფიციენტებს. დავუშვათ, ამ შეხვედრაში ფედერერი აშკარა ფავორიტია, რომელმაც დიდი ალბათობით უნდა მოუგოს ნადალს. ამის გათვალისწინებით გვთავაზობენ მსგავს  კოეფიციენტებს:

 

- ფედერერის მოგება — 1.5

- ნადალის მოგება — 2.5

 

ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ გამოიცნობთ შედეგს თქვენი ფსონი გამრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე. თავისთავად, რაც უფრო მაღალია შედეგის ალბათბა მით უფრო მცირეა კოეფიციენტი და პირიქით. ამიტომ, ბუკმეკერის ერთ–ერთი მთავარი მოვალეობაა, ხალხმა  როგორც ფედერერის ასევე ნადალის მოგებაზე დადოს ისეთი პროპორიციებით, რომ დააბალანსოს ტოტალიზატორისთვის გასაცემი თანხა შედეგის მიუხედავათ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ტოტალიზატორს უნდა ორივე სპორტსმენზე დადონ საკმარისი თანხა, რომ ნადალის მგების შემთხვევაში, გადაუხადონ ფედერერზე დადებული ფულით, და პირიქით, ფედერერის მოგების შემთხვევაში გადაუხადონ გამარჯვებულს ნადალზე დადებული ფულით.

 

მსგავს სიტუაციაში ტოტალიზატორი არ რისკავს და იღებს გარანტირებულ მოგებას, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში. მაგრამ, იდეალურად ორ ვარიანტზე ფულის განაწილება შეუძლებელია, რადგან ფავორიტებზე გაცილებით მეტს დებენ და თითქმის ყოველთვის ტოტალიზატორი რისკავს თავის ფულს. რაც არ უნდა თქვან, მთავარ მოგებას მაინც ფავორიტების წარუმატებლობიდან ღებულობენ.

 

კიდევ ერთი მთავარი ასპექტი, რომელიც ტოტალიზატორს სტაბილური მოგების გარანტიას აძლევს არის მარჟა. კოეფიციენტების გამოტანისას ტოტალიზატორი აკორექტირებს მას მათემატიკურ ალბათობასთან შედარებით.

მაგალითისთვის ავიღოთ პოზიცია „რომელი გუნდი დაიწყებს თამაშს“. აქ აბსოლუტურად თანაბარი შანსებია და წინასწარ წარმოუდგენელია რომელიმე გუნდს უპირატესობა მიანიჭო. მსგავს შემთხვევაში მათემატიკური ალბათობა არის 50/50, ანუ კოეფიციენტები უნდა იყოს

 

- დაიწყებს რეალი — 2.0

- დაიწყებს ბარსელონა  — 2.0

 

 მაგრამ, ტოტალიზატორი მარჟის გათვალისწინებით გვთავაზობს ესეთ კოეფიციენტებს

- დაიწყებს რეალი — 1.9

- დაიწყებს ბარესლონა — 1.9

 

რატომ აკეთებენ ამას? დავუშვათ გიორგიმ და დათომ დადეს 100–100 ლარი, დათომ რეალის დაწყებაზე, გიორგიმ ბარსელონას. იმ შემთხვევაში, თუ კოეფიციენტი 2.0 იქნება ტოტალიზატორი შედეგის მიუხედავად ვერანაირ მოგებას ვერ მიიღებს. ანუ თუ დაიწყებს რეალი დათო მიიღებს დამატებით 100 ლარს, გიორგი კი წააგებს თავის ფსონს. ამ შემთხვევაში, ტოტალიზატორის მოგება არის 100 ლარი(გიორგის წაგება), წაგებაც არის 100 ლარი(დავითის მოგება).

+100 და –100 ლარი აბათილებს ერთმანეთს და ტოტალიზატორს არაფერი რჩება, იგივე შედეგს მივიღებთ თუ ბარსელონა დაიწყებს თამაშს.

 

მაგრამ, რადგან კოეფიციენტი ორივე შედეგზე არის 1.9, ერთი მოთამაშე მოიგებს მხოლოდ 90 ლარს და მეორე წააგებს 100 ლარს. შედეგის მიუხედავად ტოტალიზატორის მოგება არის 10 ლარი. მარჟის საშუალებით ტოტალიზატორს აქვს გარანტირებული მოგება. მოკლედ რომ ვთქვათ, ბუკმეკერს კოეფიციენტების მეშვეობით აქვს მათემატიკური უპირატესობა მოთამაშესთან შედარებით.