Калькулятор расчета пеноблоков смотрите на этом ресурсе
Все о каркасном доме можно найти здесь http://stroidom-shop.ru
Как снять комнату в коммунальной квартире смотрите тут comintour.net

ბარსელონა – რეალი

დღეს ესპანეთში მორიგი საფეხბურთო ზეიმი გაიმართება.

„ნოუ კამპზე“ სუპერთასისთვის ბრძოლაში მსოფლიო ფეხბურთის ორი გრანდი, ბარსელონა და მადრიდის რეალი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

კატალონიელებმა გასულ წელს მხოლოდ ესპანეთის თასის მოგებით ჩააგდეს სეზონი, ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის იუვენტუსთან გამოვარდნენ ¼ ფინალში, ჩემპიონატში კი მეორე ადგილს დასჯერდნენ. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ მიმდინარე სეზონში ვეღარ ვნახავთ ცნობილ ტრიოს, MSN დაიშალა, ნეიმარის პარიზში გადასვლის შემდეგ. პრინციპში ცუდი შედეგების მიზეზი დაცვის ხაზის სისუსტე უფრო იყო ვიდრე შეტევის. ძალიან ხშირად უშვებდა გუნდი შეცდომებს საკუთარ კართან, რასაც ბევრი გაშვებული გოლიც მოსდევდა. ერნესტო ვალვერდეს ბევრი მუშაობა მოუწევს ეს ყველაფერი რომ დაალაგოს. მაგრამ ჯერ ბარსელონას სერიოზული ტრანსფერი არ განუხორციელებია, სემედუს და მარლონის დამატება კარგია, მაგრამ რეალური გაძლიერება ჭირდება გუნდს. არა ერთ ფეხბურთელზე მიდის საუბარი, მაგრამ ფაქტია, ჯერ მხოლოდ კითხვის ნიშნები დგას და დღეს გუნდს არსებული შემადგენლობით მოუწევს თამაში.

მეორე მხარეს მადრიდის რეალია, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, გასულ სეზონში ლა ლიგის თასიც მოიპოვეს და დამსახურებულად ატარებენ მსოფლიოში საუკეთესო კლუბის სახელს. ზიდანს მის დღევანდელ ოპონენეტისგან განსხვავებით მომავალი სეზონისთვის ახალი არაფერი აქვს მოსაფიქრებელი, შემადგელობა პრაქტიკულად იგივე დარჩა, მართალია რამდენიმე კარგი ფეხბურთელი წავიდა, მაგრამ მათზე თამაში არ იყო აწყობილი წინა სეზონში და არც წლევანდელში იგეგმებოდა, ამიტომ დატოვეს გუნდი. შენაძენებს რაც შეეხება, გუნდმა დაიმატა დანი სებალოსი და ტეო ერნანდესი, ცხადია ეს ფეხბურთელებიც ძირითადის მოთამაშეებად არ განიხილებიან, მაგრამ შემადგენლობის როტაციისთვის კარგი შენაძენია. რეალისთვის ეს შეხვედრა უკვე მეორე ოფიციალური მატჩი იქნება ამ სეზონში, ერთი შეხვედრა უკვე ჩაატარეს უეფას სუპერთასისთვის, რომელშიც განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხეს მანჩესტერ იუნაიტედი.

ეს ტიტული გუნდებს ერთმანეთში სულ ექვსჯერ აქვთ გათამაშებული და მხოლოდ ერთხელ მოახერხეს მადრიდელი მოწინააღმდეგეების დამწუხრება კატალონიელებმა, ეს 2011 წელს მოხდა. როგორც გახსოვთ ესპანეთის სუპერთასი 2 შეხვედრისგან შედგება, შესაბამისად მათი 12 დაპირისპირების სტატისტიკა ესეთია, ბარსელონამ 4 შეხვედრა მოიგო, რეალმა 6, შესაბამისად 2–ჯერ ფრე დაფიქსირდა. 12–დან 10 შეხვედრაში გუნდებმა გოლები გაცვალეს.

მოკლედ, როგორც ყოველთვის კლასიკოსგან სანახაობრივ და ღია ფეხბურთს ველით, არაერთი გატანილი გოლის თანხლებით. თანაც სუპერთასის შეხვედრების სტატისტიკაც იგივესამტიკცებს. შედეგის პროგნოზირება ალბათ საკმაოდ გაჭირდება, ამიტომ მშვიდად ორივე გუნდის გოლს და შეხვედრაში მინიმუმ სამი გატანილ გოლს დავჯერდეთ, რაც საკმაოდ ლოგიკური და მოსალოდნელია.

პროგნოზი: ორივე გაიტანს/ტოტალი 2.5 – კი/მეტი @ 1.65